ჯგუფი “The Black Eyed Peas” დროებით დაიშალა

ჯგუფი “The Black Eyed Peas” დროებით დაიშალა

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, პოპულარული ჯგუფი “The Black Eyed Peas”-ის წევრებმა ხანგრძლივი დროით შემოქმედებითი შვებულების აღება განიზრახეს.

 

რამდენიმე დღის წინ ჯგუფმა ქალაქ მაიამიში გამოსათხოვარი კონცერტი ჩაატარა. ამ ღონისძიების მიმდინარეობისას მათ მაყურებლებს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ჯგუფის წევრებს სურთ, რომ უახლოეს მომავალში სოლო კარიერით დაკავდნენ. “The Black Eyed Peas”-ის ლიდერის უილიამ ადამსის (will.i.am-ის ნამდვილი სახელი) მტკიცებით, მუსიკოსები რამდენიმე წელიწადში ერთობლივ გამოსვლებს კვლავ განაახლებენ. ერთგვარი ტაიმ-აუტი კი დროებით აიღეს, რადგან თითოეულ მუსიკოსს საკუთარი კარიერის მოწყობა სურს.

 

მაიამიში ჩატარებულ კონცერტში ჯგუფის ახლობელმა მუსიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა. “The Black Eyed Peas”-ის წევრებთან ერთად სცენაზე სი-ლო გრინი, შონ კინგსტონი, ჯეისონ დერულო და ქუინ ლატიფა გამოვიდნენ.