გუშინ შესრულდა ჯგუფი “The Beatles” წევრის ჯორჯ ჰარისონის გარდაცვალებიდან ოცი წელი.
მუსიკოსი 2001 წლის 29 ნოემბერს, 58 წლის ასაკში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზი ტვინის სიმსივნე გახლდათ. ჯორჯ ჰარისონის ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ მის სხეულს კრემაცია გაუკეთდა და ფერფლი მდინარე განგის თავზე გაიფანტა.
ჯორჯ ჰარისონის ხსოვნასთან დაკავშირებით გუშინ ქალაქ ლივერპულში ორი კონცერტი გაიმართა. პირველი “St. George's Hall”-ში ჩატარდა, მეორეს კი კლუბმა “Cavern” უმასპინძლა.
ამ ღონისძიებებში შემდეგმა მუსიკოს-შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა: ჯგუფებმა “The Mersey Beatles”, “The Rebels”, “The Liverpool Ukulele Orchestra”, აგრეთვე ბრიუტ ფორსმა, Radha Krishna Templ-მა და ჯგუფი “The Bootleg Beatles”-ს წევრებმა.