გამოცემა “Variety”-ის ინფორმაციით, ფრანგი რეჟისორი ჟიული დელპი უახლოეს მომავალში ახალი სურათის გადაღებას შეუდგება. მისი სახელწოდებაა “The Right Profile” და ჯგუფი “The Clash”-ის ლიდერი ჯო სტრამერის ბიოგრაფიას წარმოადგენს.
“The Right Profile” გახლავთ ჯგუფის მიერ 1979 წელს გამოშვებული სტუდიური ჩანაწერი “London Calling”-ში შესული ერთ-ერთი კომპოზიციის სახელწოდება. ის ამერიკელ მსახიობ მონტგომერი კლიფტს მიეძღვნა. თავად ეს ალბომი კი “The Clash”-ის ხანმოკლე ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევა.
საინტერესოა, რომ გასული წლის ნოემბერში ბრიტანულმა კომპანიამ “Film 4” ჯო სტრამერის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
ჯგუფი “The Clash” 1976 წლის ივნისში ქალაქ ლონდონში ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ჯო სტრამერი, მიკ ჯონსი, პოლ სიმონენი და კეიტ ლევინი. ჯგუფი წარმოადგენდა მიმდინარეობა პანკ-როკის ერთ-ერთ ფუძემდებელს.
მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი “The Clash” 1977 წელს ჩაწერეს. 1985 წელს ჯგუფი დაიშალა და პირვანდელი შემადგენლობით აღარასოდეს შეკრებილა.
2002 წლის 22 დეკემბერს ჯგუფის დამაარსებელი ჯო სტრამერი გარდაიცვალა.
2003 წელს ჯგუფი “The Clash” აშშ-ში მდებარე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის საპატიო წეევრად აღიარეს.