ბრიტანელმა მომღერალმა, ჯგუფების “The Jam” და “The Style Council” წევრმა პოლ უელერმა ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დაასრულა. ამ ალბომის სახელწოდებაა “Sonik Kicks” და გაყიდვაში მომავალი წლის 26 მარტს გამოვა.
ამ დისკის ჩაწერაში უელერს “Oasis”-ის დამფუძნებელი ნოელ გალახერი და ჯგუფი “Blur”-ის გიტარისტი გრემ კოკსონი ეხმარებოდნენ.
ახალ ალბომში 14 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი, “Around The Lake” უელერის პირად გვერდზე უკვე განთავსდა.
“Sonik Kicks”-ის გაყიდვაში გამოსვლის წინ მუსიკოსი ლონდონის “The Roundhouse”-ს დარბაზში, 18 და 19 მარტს ორ კონცერტს ჩაატარებს. ამ ღონისძიებაზე ალბომში განთავსებულ ყველა კომპოზიციას შეასრულებს.
უელერის წინა სტუდიური ნაშრომი “Wake Up the Nation” 2010 წლის აპრილში გამოვიდა და დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჩართებში მეორე ადგილი დაიკავა. ამ დისკმა გამოცემა “Uncut”-ის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა.