"უახლოეს მომავალში საქართველო-ისარელს შორის ვიზების გამარტივებასა და გაუქმებაზე დაიწყება საუბარი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველო-ისარელს შორის ვიზების გამარტივებასა და გაუქმებაზე დაიწყება საუბარი.

როგორც ივანიშვილმა ისრაელში გამართული ორდღიანი ვიზიტის შეფასბისას განაცხადა, მან ისრაელში იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა.

"მე ისრაელში იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე ველოდი. ყველა შეხვედრა იყო საინტერესო. ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, რომელიც დაგეგმილზე ორჯერ მეტი დრო გაგრძელდა და მე მგონია, რომ ჩვენ ოცნების დონეზე რაც გვქონდა, ისე მოვახერხებთ ორი სახელმწიფოს ურთიერთობის აღდგენას. ჩვენ მოვახერხებთ თანამშრომლობას ყველა სფეროში. პრემიერთან ვისაუბრეთ, რომ სავაჭრო შეთანხმებებზე დაიწყებენ ჯგუფები მუშაობას. შესაძლოა, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გავაკეთოთ ორ ქვეყანას შორის, ვისაუბრეთ ვიზების გაილოებაზე და გაუქმებაზე. ეს პროცესი ძალიან სწრაფად დაიწყება. პრემიერმა ჩემთან ერთად გასცა განკარგულება", - განაცხადა ივანიშვილმა.