გიორგი ჩივიაშვილი ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს ბრალს დღეს დაუმძიმებენ

გიორგი ჩივიაშვილი ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს ბრალს დღეს დაუმძიმებენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს დაუმძიმებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა , მისთვის, ჯერჯერობით, ბრალის წარდგენის ზუსტი დრო უცნობია და პროკურატურიდან ამის შესახებ ინფორმაციას ელოდება. 

"დამირეკავენ და ზუსტ საათს შემატყობინებენ", - განაცხადა ადვოკატმა.

ვანო მერაბიშვილს ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე უნდა დაუმძიმონ. აღნიშნულის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 22 ივნისს განაცხადა.

კბილაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარისგან, მოხდება თუ არა მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

"სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ბრალის წარდგენის საკითხზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ უახლოეს დროში ვგეგმავთ მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენას გირგვლიანის ეპიზოდზე", - აღნიშნა კბილაშვილმა.