თეა წულუკიანი - ჩემი მისიაა, მჯეროდეს იმ წევრების, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხედან

თეა წულუკიანი - ჩემი მისიაა, მჯეროდეს იმ წევრების, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხედან

ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მისიაა, მჯეროდეს იმ წევრების, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხედან, - ამის შესახებ ჟურალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, მისი სურვილია, მოსამართლეებს ჰქონდეთ სანდოობის ძალიან მაღალი ხარისხი.

"ჩემი მთავრობის და ჩემი ფუნქცია იყო მოსამართლეებისთვის კარგი კანონის შეთავაზება. პარლამენტმა კენჭი უყარა კანონს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ყავდეს თვისობრივად ახალი იუსტიციის საბჭო. ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მისიაა, მჯეროდეს იმ წევრების, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხედან. ჩემი სურვილია ისიც, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ სანდოობის ძალიან მაღალი ხარისხი. პირველ რიგში ვგულისხმობ სისხლის სამართლის მოსამართლეებს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მიერ არის განსახილველი, სწორედ მოსამართლეთა აზრია მთავარი და არა ის, თუ რას ფიქრობს იუსტიციის მინისტრი.

"ყველა საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. გარეშე აზრი დააზიანებს პროცესს", - აღნიშნა წულუკიანმა.