არჩილ კბილაშვილი - ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი ხვალ ან ზეგ დაუმძიმდება

არჩილ კბილაშვილი - ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი ხვალ ან ზეგ დაუმძიმდება

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი ხვალ ან ზეგ დაუმძიმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა , არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

კბილაშვილმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა კომენტარისგან, მოხდება თუ არა მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

"სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ბრალის წარდგენის საკითხზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ უახლოეს დროში ვგეგმავთ მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენას გირგვლიანის ეპიზოდზე. ეს მოხდება უახლოეს ერთ ან ორ დღეში", - აღნიშნა კბილაშვილმა.