სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშლება

სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშლება

სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშლება, სადაც მოძრაობა "დავითიანნისა" და "ბიბლუსის" ერთობლივი ღონისძიება _ "წიგნის კითხვის დღე" გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "დავითიანნის" ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, შაბათის ტრადიციული წიგნის კითხვის დღე, ამჯერად ღია ცის ქვეშ მოეწყობა. ამისთვის სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშლება და "ბიბლუსი" "ღია ბიბლიოთეკას" მოაწყობს.

ამასთან, 50-მდე წიგნის მოყვარულს წასაკითხად დოჩანაშვილის ნაწარმოები "მუსიკოსი" დაურიგდება. მოეწყობა კონკურსი და საუკეთესოები ნაწარმოების სიღრმისეული ანალიზისთვის ქართველი მწერლების კრებულებით დაჯილდოვდებიან.

კოტე სვანაძის თქმით, ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ტაძარში მსახურების ჩატარების შემდეგ შეუერთდება.
ამასთან, "სმარტი" "წიგნის კითხვის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებას მხარდაჭერას ახალგაზრდებისთვის 100 ლანჩ-პაკეტით გამოუცხადებს.