საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა. "მოგეხსენებათ, ამერიკის კონგრესი ორპალატიანია. ის რაც კონგერსმა განაცხადა, ჯერ უნდა განიხილონ სენატორებმა და თუკი ასეთი შენიშვები იქნება, ამის შემდეგ იქნება უკვე შენიშვნები გახმოვანებული", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამასთან, ნორლანდმა დასძინა, რომ სამხედრო და სხვადასხვა თანამშრომლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას და ურთიერთობებში არაფერი არ იცვლება.