1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება. კერძოდ, 5 თეთრით იზრდება აქციზი ფილტრიან, 10 თეთრით კი უფილტრო სიგარეტზე. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის კანცელარიაში დღეს განაცხადა.
მანამდე მთავრობის წევრების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდა 2014 წლიდან დაიწყებოდა და ეტაპობრივად გაგრძელდებოდა. თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიზნით კი, ცვლილება 7 კანონში შევიდოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გასულ თვეში აცხადებდა, რომ წელს დაგეგმილია ღონისძიებები რეკლამისა და საგანმანათლებლო სამუშაოების მხრივ.
როგორც сommersant.ge–ს ამ საკითხზე საუბრისას კომპანია ,,ელიზში“ განუცხადეს, თამბაქოზე აქციზის გაზრდა პროდუქციაზე ფასების მატების პირდაპირპროპორციული იქნება.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლის რაოდენობა ფასების გაზრდის შემდეგ არ შემცირდება და ადვილი შესაძლებელია, ამან ქვეყანაში კონტრაბანდას მისცეს ბიძგი.
ცნობისთვის: აქციზი ფილტრიან თამბაქოზე 60 თეთრს, უფილტროზე კი 15 თეთრს შეადგენს.