რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანდჟეი ტიშკევიჩის წასვლა აფხაზეთის მოთხოვნას არ უკავშირდება.
ამის შესახებ ზარაქეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ტიშკევიჩი მიდის, რადგან მას ვადა ამოეწურა. ეს რომ აფხაზეთის მოთხოვნით ყოფილიყო, ის უფრო ადრე წავიდოდა ქვეყნიდან, მაგრამ ვიდრე ვადა არ ამოეწურა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ყოფილიყო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.