საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან დაბალი ხელფასები იყო და ამის დაბალანსება რაღაცნაირად პრემიების სახით ხდებოდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მაია ფანჯიკიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სამინისტროებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით.
"ჩვენი პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით გამორჩეული არ არის. ამ პოლიტიკის ფარგლებში ხდებოდა პრემიების გაცემა, რადგან ხელფასები ძალიან დაბალი იყო და რაღაცნაირად დაბალანსება ხდებოდა პრემიების სახით. ეს ფაქტობრივად, პრემიები კი არ იყო, არამედ სახელფასო დანამატი. პრემია სხვა რამე უნდა იყოს, უნდა გაიცეს გარკვეული წარმატების მიხედვით. იმედია, ასე იქნება მომავალში და ხელფასები დაბალანსდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.