კონსტანტინე კუბლაშვილი ადმინისტრაციულ საქმეებში სასამართლოს მიმართ მაღალ ნდობაზე საუბრობს

კონსტანტინე კუბლაშვილი ადმინისტრაციულ საქმეებში სასამართლოს მიმართ მაღალ ნდობაზე საუბრობს

ადმინისტრაციულ საქმეებში, სადაც სახელმწიფო და კერძო პირები და კომპანიები ერთმანეთს უპირისპირდებიან, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებათა მხოლოდ 13% საჩივრდება ზემოდგომ ინსტანციებში, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, მიუთითებს სასამართლოს მიმართ ძალიან დიდ ნდობაზე და მეორე მხრივ, აღნიშნული საქმეების ძალიან მაღალ კვალიფიციურ და პროფესიულ განხილვებზე, ასევე კარგად დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე.

2013 წლის 5 თვის სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფთან სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.