სასამართლო ნიკა მელიასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

სასამართლო ნიკა მელიასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

სასამართლო ნიკა მელიასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ დღეს, 20 ივნისს, იმსჯელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ნიკა მელიას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა.

,,მას წარედგინა ბრალი, ალბათ იქნება სასამართლო, რომელიც სავარაუდოდ განიხილავს აღმკვეთის ღონისძიების საკითხს", _განაცხადა გაბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ძველი თბილისის გამგებელს ნიკა მელიას ,,ლა ტრუფე-ში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.