იმერეთის ყოფილ გუბერნატორს დღეს დაკითხავენ

იმერეთის ყოფილ გუბერნატორს დღეს დაკითხავენ

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლაშა მაქაცარიამ განუცხადა, დაკითხვაზე დღეს 16:00 საათზე, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაიბარეს.

მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება 2010 წელს, იმერეთის რეგიონში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ბაღის დირექტორებს.

გამოძიების დამატებითი დეტალები ლაშა მაქაცარიასთვის უცნობია. იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თქმით, იგი დაკითხვაზე გამოცხადდება.