თაკო მერაბიშვილი დუმილს არღვევს

თაკო მერაბიშვილი დუმილს არღვევს

ყოფილი პრემიერ მინისტრის მეუღლემ "პირველ რადიოსთან" სატელეფონო საუბარში დუმილი დაარღვია. თაკო მერაბიშვილის განცხადებით მას ამ დრომდე არ მიუღია პასუხი კითხვაზე მიეცემა თუ არა საშუალება, მოინახულოს მეუღლე. ამ მოთხოვნით ადვოკატმა და მერაბიშვილმა შესაბამის უწყებას უკვე მიმართა. მერაბიშვილის განცხადებით, მისი ოჯახი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია:

„ჩვენი ოჯახი პოლიტიკური ზეწოლის და ანგარიშსწორების მსხვერპლია. ხელისუფლება ცდილობს ე.წ. ძალადობრივი სისტემის შემქმნელებად გამოგვაცხადოს. პირადად მე ყოველდღე მესმის ჩემი მეუღლის და ჩემი მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები - ყველა ბრალდება აბსურდია. მე პირადად მინდა, რომ ყველა ძალადობის ფაქტი, რომელზედაც საზოგადოება საუბრობს, რომელზედაც პოლიტიკოსები ჭორაობენ ობიექტურად იქნას გამოძიებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს სიმართლე. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩემი ოჯახი პოლიტიკური ზეწოლის და ანგარიშსწორების მსხვერპლია, რასაც ჩვენ ღირსეულად გავუძლებთ და ვანო თავის სიმართლეს დაამტკიცებს“- აცხადებს "პირველ რადიოსთან" ექსკლუზიურ კომენტარში თაკო მერაბიშვილი -