ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ხვალ მუშაობის ექვსი თვის ანგარიშს წარადგენს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ხვალ მუშაობის ექვსი თვის ანგარიშს წარადგენს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი, ხვალ მუშაობის ექვსი თვის ანგარიშს წარადგენს. კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს კომიტეტის თავმჯდომერე, ეკა ბესელია წარადგენს. 

სხდომაზე მიწვეულნი არიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, ჯანდაცვის სამინისტროს და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

ხვალინდელი ღონისძიება, რომელიც სასტუმრო "რედისონშია" დაგეგმილი, ორგანიზებულია "ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ხელშეწყობით და "ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) ფინანსური დახმარებით.