საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, გიგი უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს, გიგი უგულავას ბრალი, "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა. 

დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა. შესაბამისად, გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.