ლეონარდო კოენის ახალი პროექტი

ლეონარდო კოენის ახალი პროექტი

გამოჩენილმა კანადელმა მწერალმა, პოეტმა და მომღერალმა, 77 წლის ლეონარდო კოენმა ახალი ალბომის გამოშვების თარიღი დაასახელა. მისი სახელწოდებაა “Old Ideas” და გაყიდვაში ევროპის კონტინენტზე 2012 წლის 30 იანვარს გამოვა, აშშ-ში კი 31 იანვარს.

 

ეს ნამუშევარი ლეონარდო კოენისათვის პირველია ბოლო რვა წლის განმავლობაში. მას ხმის ჩამწერი სტუდია “Columbia 30” ჩაწერს.

 

ამ ალბომში შესული ერთ-ერთი კომპოზიცია “Show Me The Place” უახლოეს დღეებში კოენის პერსონალურ ვებ-გვერდზე განთავსდება. საინტერესოა, რომ ახალი ალბომის გარეკანიც თავად მწერალსა და მომღერალს ეკუთვნის.

 

ლეონარდო კოენის წინა სტუდიური ჩანაწერი “Dear Heather” 2004 წლის ოქტომბერში გამოვიდა. გასულ წელს მუსიკოსმა სიმღერების კრებული “Songs From The Road” გამოსცა. მასში განთავსდა ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა კონცერტებზე შესრულებული კომპოზიციები.