პატრიარქი შუახევში ხიჭაურის უნივერსიტეტს სტუმრობდა

პატრიარქი შუახევში ხიჭაურის უნივერსიტეტს სტუმრობდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს შუახევში წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობის უნვერსიტეტს სტუმრობდა. უნივერსიტეტში პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რის შემდეგაც ილია მეორემ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დალოცა, უნივერსიტეტს კი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი უსახსოვრა.

"მინდა უპირველეს ყოვლისა დავლოცო ჩემი ქართველები და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ისეთი ბედნიერი დღეები, როცა ახალი ნათლულები მეყოლება აქ. დიდი სიყვარულით ვლოცავ პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს. გაოცებული ვარ თქვენი წარმატებით და ნიშნად ჩემი დიდი სიყვარულისა მინდა უნივერსიტეტს გადავცე წმინდა სპირიდონის ხატი", - აღნიშნა პატრიარქმა.

ასევე, პატრიარქმა სხალთის ეპარქიას გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად 5000 ევრო გადასცა. პატრიარქი ხვალ ბათუმს ეწვევა, სადაც საყოველთაო ნათლობა გაიმართება.