მაია ფანჯიკიძე:   საქართველო-ამერიკის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება

მაია ფანჯიკიძე: საქართველო-ამერიკის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის ვერ ხედავს ვერავითარ საშიშროებას, რომ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას რაიმე საფრთხე დაემუქროს. 

ამის შესახებ თავის უკრაინელ კოლეგა ლეონიდ კოჟარასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, როდესაც კონგრესის დოკუმენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ თემაზე ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მხრიდან "და მე ახალს ვერაფერს გეტყვით". ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველო-აშშ-ის პარტნიორული სტრატეგიული ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ დოკუმენტს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ვერსია, ეს არ არის საბოლოო დოკუმენტი, მასზე მუშაობა და კამათი კიდევ გაიმართება.
"საბოლოო დასკვნები გამოვიტანოთ როდესაც ყველაფერი დასრულდება", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.