სოზარ სუბარი - სექსმუშაკებთან ციხეებში ფიქტიური ქორწინების ფაქტი ჩემი მინისტრობისას აღმოჩენილი არ არის

სოზარ სუბარი - სექსმუშაკებთან ციხეებში ფიქტიური ქორწინების ფაქტი ჩემი მინისტრობისას აღმოჩენილი არ არის

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სექსმუშაკებთან ციხეებში ფიქტიური ქორწინების ფაქტი მისი მინისტრობის განმავლობაში აღმოჩენილი არ არის თუმცა ეს დიდიხანია დამკვიდრებული პრაქტიკაა. 

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუმარტა, მისი სახალხო დამცველობის განმავლობაში სექსმუშაკებთან ფიქტიური ქორწინება ყოველდღიური პრაქტიკა იყო.

"ამ პრაქტიკას არ ვიცი ძველი ადმინისტრაცია არ ებრძოდა თუ ვერ ებრძოდა. ეს ყოველთვის იყო პრაქტიკა. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაკონტროლოთ, მაგრამ იდეაში კონტროლი შეიძლება ვერ მოხდეს", - განაცხადა სუბარმა.