ჯგუფი “Guns N’Roses”-ის ყოფილმა გიტარისტმა სლეშმა ახალ სოლო ალბომზე მუშაობა დაიწყო.
ამ ნამუშევრის ჩაწერა ლოს-ანჯელესში მდებარე ჰოლივუდის ხმის ჩამწერ სტუდიაში “Barefoot Recording” მიმდინარეობს. მისი პროდიუსერი ერიკ ვალენტინი გახლავთ. ეს პიროვნება ადრე შემდეგ ჯგუფებთან თანამშრომლობდა: “Queens Of Stone Age” და “The All American Rejects”.
სლეშს ალბომის ჩაწერაში რამდენიმე მეგობარი მუსიკოსი ეხმარება. ესენი არიან ვოკალისტი მაილს კენედი (“Alter Bridge”), გიტარისტი ბობი შნეკი და ბას-გიტარისტი ტოდ კერნსი ( ორივე – “Age Of Electric”), აგრეთვე მედოლე ბრენტ ფიტცი (“Theory Of a Deadman”-ის ყოფილი წევრი).
მუსიკოსების ინფორმაციით ახალ ალბომში 12 კომპოზიცია და 6 ბონუს-ტრეკი განთავსდება. სამი სიმღერა უკვე გამზადებული აქვთ.
სტუდიური ჩანაწერი “Slash” გაყიდვაში 2012 წლის აპრილში გამოვა.