მარჯანიშვილის თეატრის წინ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნება

მარჯანიშვილის თეატრის წინ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნება

21 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის წინ, ცნობილი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა განუცხადა, სამწუხაროა, რომ ამ ვარსკვლავის გახსნას თავად გიგა ლორთქიფანიძე ვერ მოესწრო. 

"ვარსკვლავი გაიხსნება და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მის გარეშე მოხდება. თავად გიგა ლორთქიფანიძე იყო უაღრესად კარგი პიროვნება და მისი გარდაცვალებით ძალიან სამწუხარო რამ მოხდა", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გიგა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.