"ფოთის პორტში ყველა ტერმინალს პრეზიდენტის ბიძის ბიზნეს-პარტნიორი იოსებ დოლიძე ფლობს"

თურქი ბიზნესმენის ომერ სარის წარმომადგენლის მამუკა კაკუშაძის განცხადებით, "ფოთის პორტში ყველა ტერმინალს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძის ბიზნეს-პარტნიორი იოსებ დოლიძე ფლობს".

ამის შესახებ კაკუშაძემ გაზეთ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.

"აქ მიხეილ სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის. საუბარია მისი ბიძის ბიზნეს-პარტნიორზე, იოსებ დოლიძეზე, რომელიც თავის მხრივ, ფლობს კომპანია "ფეის ინტერნეიშენალს", რომელიც ფოთის პორტში ყველა ტერმინალის მფლობელია. იქ ფაქტობრივად, სრული მონოპოლიაა", - განაცხადა კაკუშაძემ.