"სჯობს, საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის ნაცვლად, სხვა ქვეყნებზე აიღონ ორიენტაცია"

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის აზრით, "სჯობს, საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის ნაცვლად, სხვა ქვეყნებზე აიღონ ორიენტაცია".

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის შესაძლებლობის კომენტირებისას განაცხადა.

"მოქალაქეეების უდიდესი ნაწილი ძალიან წვალობს ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის თუ სხვადასხვა მიმართულებებიდან რუსეთში ჩასვლით. მე მიმაჩნია, რომ ჯობია, საქართველოს მოქალაქეებმა ნელ-ნელა სხვა ორიენტაცია აიღონ და სხვადასხვა ქვეყნებში ჰქონდეთ ბიზნესი, მაგრამ მე ვერავის ვუკარნახებ, როგორ და რა ფორმით აწარმოონ თავიანთი მომავალი. მათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ რუსეთთან ურთიერთობა თუ რუსეთში ბიზნესი მათთვის მნიშვნელოვანია როგორც პირებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ კატეგორიის მოსახლეობას, რომ მგზავრობისთვის უკეთესი პირობები ჰქონდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.