"იმ თემებზე, რაზეც ჩვენ 6 თვის წინ მოვილაპარაკეთ, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სერიოზული წინსვლაა"

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "იმ თემებზე, რაზეც 6 თვის წინ მოილაპარაკეს, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სერიოზული წინსვლაა".

ასე გამოეხმაურა აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლია ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "რუსეთი საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზადაა".

"იმ თემებზე, რაზეც ჩვენ 6 თვის წინ მოვილაპარაკეთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებებით საკმაოდ სერიოზული წინსვლაა და სადღაც 80-90%-ით ეს შეთანხმებები ჩვენ უკვე შევასრულეთ. გარკვეული პოზიტიური დინამიკა მართლაც არის, თუმცა მე ყოველთვის ვიმეორებ და ხაზს ვუსვამ, რომ იმ დიდი პრობლემების მოგვარებას, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს, ამას ყველაზე მეტი დროს დასჭირდება, ეს უკვე შემდეგი ეტაპია", - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზადაა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.

"ჩვენი სატრასპორტო სააგენტო და ტრანსპორტის სამინისტრო მზადააა, ჩვენს ქართველ კოლეგებთან სატრასპორტო საკითხებში, უპირველესად, კი საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოოს", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკვე მოქმედებს საკმარისი რეგულარული ჩარტერული რეისები მოსკოვს, ეკატერინბურგს, თბილისსა და ბათუმს შორის.

"გარკვეული დინამიკა შეინიშნება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან პროგრესამდე მიგვიყვანს", - დასძინა ლუკაშევიჩმა.