დღეს იუნესკო მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობას შეფასებს

დღეს იუნესკო მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობას შეფასებს

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიაზე მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შეფასება დღეს მოხდება.

საქმე იმაშია, რომ იუნესკომ 36-ე სესიაზე შეშფოთება გამოხატა იმ მშენებლობებთან დაკავშირებით, რომელიც არაგვის სანაპიროზე მიმდინარეობდა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა შეწყდა. იუნესკომ სახელმწიფოს მხრიდან ასევე ძეგლის მართვის გეგმის მიწოდება და ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულებაზე განახლებული ანგარიში მოითხოვა.

ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს მცხეთის ძეგლების კონსერვაციისა და მართვის გეგმის პროექტი გაუგზავნა. ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალი ზონები დადგინდა.

როგორც "პირWელთან" საუბარში საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაკა შავიშვილი განმარტავს, ახალი დადგენილების მიღება საჭირო იმიტომ გახდა, რომ 2012 წლის სექტემბერში მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალი ზონები განისაზღვრა, რომლის საფუძველზეც ლანდშაფტის დაცვის ზონა რეგულირების ზონად გადაკეთდა.

"2012 წლის სექტემბერში მთავრობამ ლანდშაფტურ ზონაში დაწყებულ რამდენიმე უკანონო მშენებლობას მოარგო დადგენილება, რადგან კანონის მიხედვით, ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წარმოება არ შეიძლება. მცხეთაში, ამ ზონაში, უკვე იყო ნაგებობები და სწორედ ამის გამო ზონის კორექცია მოხდა და ის რეგულირების ზონად გადაკეთდა", - განაცხადა შავიშვილმა.

მისივე თქმით, ლადშაფტის დაცვის ზონაში მშენებლობის დასაწყებად კულტურის სამინისტროსთან შეთანხმება არ ყოფილა.

“ლადშაფტის დაცვის ზონაში მიწა აღნაგობის უფლებით არ შეიძლება, გაიცეს, რადგან ამას “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონი კრძალავს”, – აღნიშნა მაკა შავიშვილმა.

მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული, მაგრამ მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობის კონსერვაცია მოხდება და ამასთან, გამორიცხული არაა, აღნიშნული დაწესებულება ამ ტერიტორიაზე საერთოდ აღარ აშენდეს.

მაკა შავიშვილის აზრით, "ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია იუნესკოსთან სწორი კომუნიკაცია მოხდეს".

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესია კამბოჯაში გაიმართება.

საქართველოდან სესიაში მონაწილეობისთვის კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, "IჩOMOშ საქართველოს" ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, მცხეთის ისტორიული ძეგლები - სვეტიცხოველი, სამთავროს ველი და ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-სესიის გადაწყვეტილებით, 2009 წელს ძირითადი ნუსხიდან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს.