გიგა ლორთქიფანიძეს დღეს დაკრძალავენ

გიგა ლორთქიფანიძეს დღეს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ კინორეჟისორს, გიგა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა, გიგა ლორთქიფანიძეს ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

დღეს, 12.00-დან 15.00 საათამდე საზოგადოება კინორეჟისორს მარჯანიშვილის თეატრში გამოემშვიდობება.

ამასთან, მამუკა ქაცარავამ აღნიშნა, რომ 21 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის წინ გიგი ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. ქაცარავას თქმით, კინორეჟისორის ვარსკვლავის გახსნა მის სიცოცხლეშივე იყო გადაწყვეტილი, თუმცა ვერ მოესწო. აღნიშნულ ფაქტს ხელი გიგა ლორთქიფანიძის ავადმყოფობამ შეუშალა.