ამნისტიით ან შეწყალებით სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა პირდაპირ ამნისტიის ან შეწყალების აქტით მოეხსნებათ

ამნისტიით ან შეწყალებით სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა პირდაპირ ამნისტიის ან შეწყალების აქტით მოეხსნებათ

ამნისტიით ან შეწყალებით სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა პირდაპირ ამნისტიის ან შეწყალების აქტით მოეხსნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შესაბამისი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის. კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნა ინიცირებული.

კანონპროექტით ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 პუქნტში, რომლის თანახმად, ამნისტიის აქტით სასჯელისგან გათავისუფლებული, ან შეწყალების აქტით სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება მხოლოდ ამნისტიით ან შეწყალების აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

კანონპროექტის მიზანია, ამნისტიისა და შეწყალების საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა და პრაქტიკაში არსებული სირთულეების თავიდან აცილება.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას თქმით, ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ნათქვამია, რომ სასჯელისგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლეობის არმქონედ, თუმცა ამნისტიისა და შეწყალების აქტის შემდეგ, არაერთგვაროვანი პრაქტიკა დაიწყო, თუ რა კატეგორიის მსჯავრდებულებს უნდა მოეხსნათ ნასამართლეობა.

მისი შეფასებით, სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, უკვე ცხადია, რომ არაერთგვაროვანი პრაქტიკაა გამოყენებული, კერძოდ, რიგ შემთხვევაში ნაწილს სანამართლეობა მოეხსნა, ნაწილს კი - არა. ბესელიას განმარტებით, კანონით გათვალისწინებული საფუძველი სანამართლეობის მოხსნის იქნება ის, რაც კანონში წერია, როდესაც პირი სასჯელისგან გათავისუფლდება, ხოლო ამნისტიის ან შეწყალების აქტით სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა მოეხსნებათ ამნისტიის ან შეწყალების აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აქტში პირდაპირ ჩაიწერება, რომ ყველა პირს ეხსნება ნასამართლეობა.