"დიპლომატების მხრიდან ითქვა, რომ მერაბიშვილის საქმე სერიოზულ მონიტორინგს საჭიროებს"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, "დიპლომატების მხრიდან ითქვა, რომ მერაბიშვილის საქმე სერიოზულ მონიტორინგს საჭიროებს".

ამის შესახებ დიმიტროვმა მერაბიშვილის ადვოკატებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მერაბიშვილის საქმეს თვალს ყურადღებით ვადევნებთ. მისი ადვოკატის პოზიცია ბუნებრივია და მიანიშნებს შეუსაბამობოებსა და უზუსტობებზე. ჯერ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ საქმეზე, რომელიც ძიების ეტაპზეა, მაგრამ დიპლომატების მხრიდან აქ ითქვა, რომ ეს საქმე სერიოზულ მონიტორინგს საჭიროებს", - განაცხადა დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მისი ოჯახის წევრებისთთვის საბანკო ანგარიშებით სარგებლობის უფლების დაბრუნებისა და საკანში ტელევიზორის შეტანისა მოთხოვნით დღეს დილით შიმშილობა დაიწყო.