აშშ-ის კონგრესმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს უყარა კენჭი

აშშ-ის კონგრესმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს უყარა კენჭი

აშშ-ის კონგრესმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს უყარა კენჭი. დოკუმენტი კონგრესმა 315 ხმით მიიღო, წინააღმდეგი იყო – 108, თავი შეიკავა 11-მა. 

ეროვნული თავდაცვის აქტში, რომელიც აშშ-ის 2014 წლის თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმისთვისაა საჭირო, ერთ-ერთი მუხლი საქართველოს ეთმობა.

როგორც აქტის 1244-ე მუხლში, სახელწოდებით "კონგრესის აზრი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ", ნათქვამია, რომ აშშ-მ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს.

"კონგრესის აზრია, რომ აშშ-მ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში გააღრმავოს თანამშრომლობა და მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას - უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ტერიტორიული მთლიანობა", - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში.