ჯიმი ჰენდრიქსი საუკეთესოა

ჯიმი ჰენდრიქსი საუკეთესოა

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ “Rolling Stone” მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალის თანამშრომლებმა და მუსიკალურ სამყაროში ცნობილმა ექსპერტებმა.

 

ამ საპატიო სიის სათავეში ლეგენდარული გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი მოექცა.

 

მეორე პოზიციაზე ერიკ კლაპტონი აღმოჩნდა, მესამეზე კი ჯგუფი “Led Zeppelin”-ის წევრი ჯიმი პეიჯი.

 

ამ რეიტინგის შედგენაში მონაწილეობა მიიღეს ტომ მორელომ (ჯგუფი – “Rage Adainst The Machine”), ლენი კრავიცმა, ედი ვან ჰალენმა, ბრაიან მეიმ, დენ აუერბახმა (“The Black Keys”)  და მაიკ მაკკრიდმა (“Pearl Jam).

 

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. ჯიმი ჰენდრიქსი

 

2. ერიკ კლაპტონი

 

3. ჯიმი პეიჯი

 

4. კიტ რიჩარდსი

 

5. ჯეფ ბლეკი

 

6. ბი ბი კინგი

 

7. ჩაკ ბერი

 

8. ედი ვან ჰალენი

 

9. დუეინ ოლმანი

 

10. პიტ ტაუნსენდი