გიორგი მარგველაშვილი:  მაჩვენეთ მოქალაქე, რომელიც

გიორგი მარგველაშვილი: მაჩვენეთ მოქალაქე, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტად მიიჩნევს

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტად არ მიიჩნევს. 

როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სწორედ ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერს თვალყურს არ ადევნებს და არ ინტერესდება, თუ ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი.

"პრაიმერს თვალყურს არ ვადევნებ. მაჩვენეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს კონკურენტად არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში. არა მგონია, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული განწყობა იმის თაობაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე სერიოზული პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება შეუძლია," – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.