ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა დაიწყო

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა დაიწყო

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საკანში ტელევიზორის შეტანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა. 

ადვოკატის განმარტებით, მერაბიშვილის მოთხოვნაა, საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.

"კანონი პატიმრობის შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს ამას; ასევე, ჩვენ მიერ იყო მოთხოვნა, რომ ციხის ადმინისტრაციას მიეცა მინდობილობა, რომელიც მისი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემდა განეკარგათ მისი საბანკო ანგარიშები, რაზეც ამ პერიოდში ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი და შესაბამისად, ბატონმა მერაბიშვილმა ყველაზე მკაცრ ზომას მიმართა და შიმშილობა დაიწყო ტელევიზორის მოთხოვნით", – აღნიშნა ჩივიაშვილმა.