17 მაისის მოვლენებზე პარლამენტის კომიტეტმა დასკვნა მოამზადა

17 მაისის მოვლენებზე პარლამენტის კომიტეტმა დასკვნა მოამზადა

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დასკვნა მოამზადა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დოკუმენტის პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე 12 000 ათასი ხელმოწერით შესული განცხადების საფუძველზე მოამზადა.

დასკვნის პროექტს ამ წუთებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, მოქალაქეები ითხოვენ, პარლამენტმა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს შეფასება მიეცეს.

"ჩვენ შევიმუშავეთ დასკვნის პროექტი, სადაც მითითებულია ყველა მთავარი ასპექტი, რაც იქ მოხდა და შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა. დასკვნის ძირითადი ნაწილი ეთმობა იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან დაცული უნდა იყოს. აქვე მითითებულია რეაგირების ის ფორმები, რაც ამ ფაქტებს მოჰყვა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.