ლევან ყიფიანი:  არასწორია ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დახმარება მხოლოდ გორის

ლევან ყიფიანი: არასწორია ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დახმარება მხოლოდ გორის "დილას" მიეცა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დახმარება მხოლოდ გორის "დილას" მიეცა. როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დახმარებას ყველა საბუჯეტო გუნდი იღებს. 

"არასწორი თემაა, რომ მხოლოდ ერთ გუნდს მიეცა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. ყველა საბიუჯეტო გუნდი იღებს დახმარებას და ფინანსდება მუნიციპალიტეტებისგან. ჩვენ თანასწორობა უნდა დავცვათ და თუ დახმარება მოხდა, ეს ყველაზე უნდა მოხდეს", - აღნიშნა ყიფიანმა.

8 საფეხბურთო კლუბი -"დინამო თბილისი", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "მეტალურგი", "სიონი", "ზუგდიდი", "მერანი" და "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა. როგორც ამ გუნდის წარმომადგენლები განმარტავდნენ, მათი პროტესტის მიზეზი სახელმწიფოსგან მხოლოდ გორის "დილასთვის" (2 მილიონი ლარი) დახმარება იყო.

ამასთან, როგორც 15 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ამ ეტაპზე, ჩემპიონატში მონაწილეობაზე საბოლოო პასუხი მხოლოდ კლუბ "ზესტაფონისგან" არ აქვთ, მისი თქმით, სხა ყველა გუნდი ჩემპიონატში მონაწილეობაზე თანახმაა.