დავით ზალკალიანი:   აფხაზეთში ჩატარებული ნებისმიერი კომერციული ოპერაცია არალეგალური იქნება

დავით ზალკალიანი: აფხაზეთში ჩატარებული ნებისმიერი კომერციული ოპერაცია არალეგალური იქნება

აფხაზეთის ტერიტორია არის ოკუპირებული და იქ ჩატარებული ნებისმიერი კომერციული ოპერაცია არალეგალური იქნება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზალკალიანი აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "როსნეფტი" აპირებს 50 წლით შევიდეს აფხაზეთში ნავთობის მოსაპოვებლად.

"აფხაზეთის ტერიტორია არის ოკუპირებული და ამას მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს. ამიტომ, იქ ჩატარებული ნებისმიერი კომერციული ოპერაცია იქნება არალეგალური", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის.

"ამაში ძალიან მეპარება ეჭვი, იქედან გამომდინარე, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღირებს და მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა მოვლენები შეიძლება მოჰყვეს თუ იქ განხორციელდება ესა თუ ის კომერციული ოპერაცია", - განაცხადა ზალკალიანმა.