"შსს-ს სანდოობა უკვე ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შსს-ს სანდოობა უკვე ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

ასე გამოეხმაურა ვაშაძე შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების მიერ მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები აღმოაჩინეს.

"საერთოდ რითია შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული, ძალიან საინტერესოა. ამ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს, რომ ტერორისტები დააკავეს, მიიყვანეს სასამართლოში და ტერორიზმის მუხლი იქ არ არის მათ წინააღმდეგ, როგორც ვიცით, ბრალი იარაღის უკანონოდ ტარებაზე წარედინათ. ახლა კიდევ რაღაც დაგვიანონსეს. ვნახოთ რა გაირკვევა ამ ყველაფრის შემდეგ. საერთოდ, ჩემი აზრით, შსს-ს მოქმედებების სანდოობა უკვე ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას", - განაცხადა ვაშაძემ.