პატრიარქი აჭარას სტუმრობს

პატრიარქი აჭარას სტუმრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II აჭარას სტუმრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ხულოში ჩაბრძანდება, სადაც დიდი ნათლობა გაიმართება. ილია მეორე ნათლობას აკურთხებს.

18 ივნისს უწმინდესი ხიჭაურში არსებულ წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვევა და სასწავლებლის სტუდენტებსა და მასწავლებლებს დალოცავს.

19 ივნისს კი კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმში ჩაბრძანდება, სადაც ასევე დიდი ნათლობა გაიმართება.