იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახლებული შემადგენლობით საქმიანობას 22 ივნისიდან შეუდგება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახლებული შემადგენლობით საქმიანობას 22 ივნისიდან შეუდგება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახლებული შემადგენლობით უფლებამოსილების განხორციელებას 22 ივნისიდან შეუდგება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს იმედი აქვს, რომ პარლამენტში წარდგენილი პოლიტიკური ძალები იუსტიციის საბჭოს იმ ორ ადგილზე შეძლებენ პოზიციების შეჯერებას, რომელიც ჯერჯერობით ვაკანტურად რჩება.

"ძალიან კარგია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა დაკომპლექტდა. ვისურვებდი, პარლამენტში საბჭოს იმ ორ ადგილზეც მომხდარიყოს შეთანხმება, რომელიც ღიად რჩება, მაგრამ როგორც ჩანს, იმ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ და 22 ივნისიდან, როცა ძალაში შევა ახალი საბჭოს უფლებამოსილება, ის მუშაობას დაიწყებს. ძირითადი პრინციპი რჩება იგივე – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა ის, რომ მოხდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა და ასევე მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ და იმედი მაქვს, რომ პარლამენტიდან დანიშნული ოთხი წევრიც აღნიშნულს ხელს შეუწყობს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კოტე კუბლაშვილმა.