ავსტრიაში ქართველ “ლგბტ” პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს-აქციაზე ტაბურეტი გამოიტანეს

ავსტრიაში ქართველ “ლგბტ” პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს-აქციაზე ტაბურეტი გამოიტანეს

ავსტრიის ქალაქებში, კერძოდ კი ვენაში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა ქართველ ლგბტ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. სოციალურ ქსელ facebook-ში ფოტოები გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია სასულიერო პირის ანაფორაში გამოწყობილი ერთ-ერთი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და ხელში ე.წ ტაბურეტი უჭირავს.

ტაბურეტი, რომელიც ფოტოზეა ასახული მოხატულია ცისარტყელას ზედაპირით. ავსტრიელ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს სოლიდარობის ნიშნად მკლავზე საქართველოს დროშები აქვთ შემოკრული. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სოლიდარობის აქციამ ავსტრიაში მშვიდ პირობებში ჩაიარა. როგორც ამბობენ სოლიდარობის აქციის სიმბოლო-ცისარტყელას ზედაპირით მოხატული ტაბურეტი ავსტრიაში ყველაზე პოპულარული ნივთი გახდება, რომელიც ძვირად და ელვის სისწრაფით გაიყიდება.