კუკავა vs ხუხაშვილი - კორუფციული ბრალდება და პრემიერის მრჩეველის პასუხი

კუკავა vs ხუხაშვილი - კორუფციული ბრალდება და პრემიერის მრჩეველის პასუხი

პარტია თავისუფლების ლიდრი კახა კუაკვა და პრემიერის მრჩველი გია ხუიხაშვილი ერთმანეთს უპირიპირდებიან. კახა კუკავას განცხადებით საქართველოში კორუფცია ყვავის და ამ კორუფციის სახელი გია ხუხაშვილია, რომელიც ბიზნესს არეკეტებს. კუკავას ბრალდებებს გია ხუხაშვილი პასუხობს. პრემიერის მრჩეველის განცხადებით კუკვას ბრალდებები აბსურდული და ის გივი თრაგამაძეს დაემსგავსა.

კახა კუკავა : „ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში კორუფცია ყვავის და ამ კორუფციას აქვს სახელი და გვარი -გია ხუხაშვილი. რომელიც პრემიერ მინისტრმა თავის მრჩევლად დანიშნა.-დავდე ფაქტი, პრემიერმა განაცხადა, რომ ხუხაშვილმა „დაალაგა",( მისი ტერმინია ეს) ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან ურთიერთობა და ამ კერძო კომპანიამ აჩუქა სახელმწიფოს მრავალმილიონიანი ქონება. აი ესაა კონკრეტული ფაქტი. გია ხუხაშვილი არც მოსამართლეა და არც პროკურორი. როცა არამოსამართლე და არაპროკურორი აბრუნებს მრავალმილიონიან ქონებას სახელმწიფო საკუთრებაში ყოველგვარი სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების გარეშე, ამას მსოფლიოს ყველა ენაზე ეწოდება რეკეტი. სწორედ რეკეტია, რაც განახორციელა გია ხუხაშვილმა იაკობაშვილის ბიზნესის მიმართ. ეს რეკეტი კი დაადასტურა პრემიერმინისტრმა. კეზერაშვილს მეტს რას ვედავებოდით, ისიც ამას აკეთებდა, მიდიოდა ვიღაც ბიზნესმენებთან და ეუბნებოდა: სახელმწიფოს უჭირს, ეგება შენი ქარხანა გადასცე სახელმწიფოს საკუთრებაში. ბენზინი დღეს შემოდის ლარად და სამოც თეთრად, რა ღირს ქსელში?

განსხვავებები მიდის ხუხაშვილის ჯიბეში. მე ვიცი რომ ძალიან ბევრს ყურს ჭრის, აღიზიანებს „მეოცნებეებს" ჩემი განცხადებები, მაგრამ ვერავინ მეუბნება რომ ეს ტყუილია, რადგან მე ვციტირებ პრემიერ მინისტრის სიტყვებით. ხომ არ ვამბობ, რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა და ამის გადამოწმება შეუძლებელია?! სახელმწიფო ქონება შეიძლება დაბრუნდეს კანონიერი, სასამართლოს გზით. მაგალითად, ჩემს მეგობარს წაართვეს მრავალმილიონიანი ქონება, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, პროკურატურა არ რეაგირებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, გია ხუხაშვილთან მივიტანოთ განცხადება, რომ „დაგვილაგოს" საქმე? დალაგება ქურდული ტერმინია, ეს ვიტე კორლეონეს სტილია. რასაც აკეთებს ივანიშვილი, სიცილიური მაფიისთვის და კეზერაშვილისთვის დამახასიათებელი წესებია და არა სახელმწიფოს მართვის სტილი.“

გია ხუხაშვილი: „ მივულოცავ ბატონ კუკავას სრულ კოჰაბიტაციას გივი თარგამაძესთან, ისინი ერთი რიტორიკით საუბრობენ. ეტყობა ეგ იყო კუკავას ოცნება, თარგამაძეს დამსგავსებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებას, სრული აბსურდია, სახელმწიფომ თავისი ქონება, რომ დაიბრუნა ეს კორუფციაა?!თუ ადამიანი ამას ნებაყოფლობით აკეთებს( და ეს რომ ნებაყოფლობით იყო შეგიძლიათ თავად იმ ადამიანს კითხოთ,) დავით იაკობაშვილზეა საუბარი, აქ სასამართლო არაა საჭირო. ყველა მხარე ამბობს, რომ ქონების დაბრუნება მოხდა ნებაყოფლობით. არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. თავის დროზე იყო კორუფციული სქემა და ის სიკეთე რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა ადამიანმა თავისი სურვილით დააბრუნა. კუკავა შეიძლება ბევრ რამეზეა განაწყენებული, ამიტომ მე არ ვაპირებ მას დავემსგავსო და ამაზე ბევრი ვილაპარაკო. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვულოცავ, რომ თავისი საუბრის მანერით გივი თარგამაძეს დაემსგავსა» -