მიხეილ სააკაშვილის იტალიაში ვიზიტი დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის იტალიაში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაიდო. "აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს FAO-ს ხელმძღვანელობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია, საქართველოს ელჩი იტალიაში და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კარლო სიხარულიძე და სხვები დახვდნენ", - ნათქვამია ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.