რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ჩატარდა “Soul Train Awards-2011 ”-ის მიმდინარე წლის ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. ეს ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და სპეციალური გამოკითხვის შედეგად ბლუზის, სოულისა და ჰიპ-ჰოპის შემსრულებლებს შორის საუკეთესოებს ასახელებს.
სი-ლო გრინმა იმარჯვა ნომინაციაში “წლის საუკეთესო სოულის შემსრულებელი მამაკაცი”.
სხვა კატეგორიებში შემდეგი მუსიკოს-შემსრულებლები გამოარჩიეს: ჯილ სკოტი, მიგელი და მარშა ამბროზიუსი.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში გაყიდვაში გამოვა სი-ლო გრინის ალბომის “The Lady Killer” ახალი განახლებული ვერსია. წინამორბედისაგან განსხვავებით მასში რამდენიმე ახალი კომპოზიცია განთავსდება.