რამდენიმე დღის წინ ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ, “გრემის” დიდების დარბაზში რამდენიმე ახალი წევრი მიიღო.
ეს პატივი სხვებთან ერთად ცნობილ მომღერლებს გლორია გეინორს, ტინა ტერნერს, ბრიუს სპრინგსტინსა და ლეგენდარულ ჯგუფ “The Rolling Stones” ერგოთ.
აღიარება თავის დროზე ცნობილმა შემდეგმა მუსიკალურმა კომპოზიციებმა დაიმსახურეს: გლორია გეინორის “I Will Survive” და ტინა ტერნერის “What's Love Got to Do With It”.
დიდების დარბაზში მოხვედრა შემდეგმა პოპულარულმა ალბომებმა დაიმსახურეს: ბრიუს სპრინგსტინის “Born In the U.S.A.”, პოლ საიმონის “Graceland” და “The Rolling Stones”-ის “Exite On Main St.”.
“გრემის” დიდების დარბაზის წევრობა ნებისმიერ იმ კომპოზიციასა და ალბომს შეუძლია, რომელიც მინიმუმ 25 წლის წინ ჩაიწერა.