"კუბლაშვილის მოქმედება ძალიან ჰგავდა ავტორიტარულს, მაგრამ ჩვენ არ ჩავერევით მის საქმიანობაში"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თვამჯდომარეს კოტე კუბლაშვილს სასამართლოს საჭე კარგად უჭირავს.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა მოსამართლეთა კონფერენციის კომენტირებისას განაცხადა.

"კარგად ჩანს, რომ ბატონ კუბლაშვილს სასამართლოს საჭე ხელში კარგად უპყრია. გუშინ მისი მოქმედება ძალიან ჰგავდა ავტორიტარულ მოქმედებას, მაგრამ ჩვენ არ ჩავერევით მის საქმიანობაში. კი ბატონო, ჩვენ ვეთანხმებით, რომ ესენი არიან არჩეული. ჩვენც ავირჩევთ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს და იმედი მაქვს, რომ ზოგიერთი ახლა თუ არა, მომავალში მაინც ისარგებლებს თავისი უფლებებით", - განაცხადა ბერძენიშვილმა.