შევჩენკოს ქუჩაზე გამნაღმველები მუშაობენ

შევჩენკოს ქუჩაზე გამნაღმველები მუშაობენ

თბილისში, შევჩენკოს ქუჩაზე გამნაღმველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები აღნიშნულ ქუჩაზე ერთ-ერთი ორგანიზაციიდან შესული ზარის საფუძველზე მივიდნენ.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ორგანიზაციიდან შევიდა ზარი, რომლის საფუძველზეც, ოფისთან აღმოჩენილია საეჭვო ჩანთა.

არსებული ინფორმაციით, ჩანთაში რაიმე სახიფათო ნივთებჳ არ უნდა იყოს, თუმცა პოლიცია და გამნაღმველები შემთხვევის ადგილზე რჩებიან.