მოსამართლეთა რიგგარეშე მე-10 კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი აირჩია

მოსამართლეთა რიგგარეშე მე-10 კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი აირჩია

მოსამართლეთა რიგგარეშე მე-10 კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი აირჩია.

არჩევნების მე-2 ტურში ხმათა უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე (159 ხმა), უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე (146 ხმა), თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ილონა თოდუა (153 ხმა), სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია (129 ხმა) გახდნენ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, მე-2 ტურის შედეგად მერაბ გაბინაშვილი (168 ხმა) და შოთა გეწაძე (132 ხმა) გავიდნენ.

ამასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეებისთვის განსაზღვრული ადგილი, არჩევნების პირველივე ტურის შედეგად, 168 ხმით ზაზა მეიშვილმა დაიკავა.

მოსამართლეთა კონფერენცია მუშაობას 16 ივნისს გააგრძელებს, რომელზეც მოსამართლეები დღის წესრიგით გათვალისწინებულ დარჩენილ საკითხებს განიხილავენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს კი პარლამენტი მომავალ კვირას აირჩევს.